იტალიის სენატმა ახალ დაკომპლექტებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

   იტალიის სენატმა ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ახალი პრემიერის მატეო რენცის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობას. მინისტრთა კაბინეტს ნდობა 169 დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგი კი 139 წავიდა. ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, ახალ კაბინეტს პრობლემები არც პარლამენტის ქვედა პალატაში უნდა შეექმნას.
39 წლის მატეო რენცი იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. ამ პოსტზე მან ენრიკო ლეტა შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები