ალიევი და ფაშინიანი ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10 ივლისს გამართავენ,- ინფორმაციას, აზერბაიჯანის პრესსამსახური ავრცელებს.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 10 ივლისს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები