ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მსგავსი ტიპის რეზოლუციებით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ

„ამ რეზოლუციას არანაირი მნიშვნელობა, სამართლებრივი საფუძველი, ვალდებულება კომისიის ან სხვისთვის არ აქვს, მაგრამ რასაც ხშირად აკეთებენ, არის ის, რომ არ რეზოლუციებით ხმაური შექმნან და ამით გააჩინონ წარმოსახვითი რეალობის აღქმა საზოგადოებაში,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„მსგავსი ტიპის რეზოლუციებით, რომელიც სავსეა მიკერძოებული მოვლენებით, შეფასებებით, ხშირად ტყუილებით, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ და ბუნებრივია, ამ რეზოლუციის წონაც, მნიშვნელობაც რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მცირდება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები