მედია: რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით 100 000 ჯარისკაცი შეკრიბა

“რუსი დამპყრობლების ზაფხულის შეტევითი კამპანიის ძირითადი ძალები კონცენტრირებული იყო პოკროვსკის მიმართულების აღმოსავლეთ ნაწილში, რათა კონსტანტინოვკისკენ წინსვლა ეცადათ. ოკუპანტების ჯგუფი 100 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის”,- ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიის ცნობით, ახლა ფრონტზე ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა – პოკროვსკოე (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, კონსტანტინოვკას მიმართულებით) და ნოვოპავლოვსკოე, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ოკუპანტები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე მაქსიმალურ ზეწოლას ახდენენ.

უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მტრის შესაკავებლად ყველაფერს აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები