დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ცდილობენ, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ
,,სინამდვილეში ცდილობენ, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და შექმნან ისეთ რეალობა, რომ თითქოს “კოლექტიური ნაცმოძრაობა” არ არსებობს, არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და არის კიდევ ცალკე პარტიები”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი მცდელობა ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებზეც ჰქონდა.
,,სინამდვილეში კიდევ ერთხელ ხდება იგივე მცდელობა, რასაც 2024 წელს ჰქონდა ადგილი. ცდილობენ, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და შექმნან ისეთ რეალობა, რომ თითქოს “კოლექტიური ნაცმოძრაობა” არ არსებობს, არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და არის კიდევ ცალკე პარტიები, რომლებსაც აქვთ რაღაც შუაშისტური პოლიტიკური მიმართულება და ისინი არ არიან ასოცირებულნი ამ სადისტურ, ტირანულ, კრიმინალურ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელსაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”. ახლა ხდება ამ მოცემულობის ხაზგასმის ჭრილში საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა – ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, რაც მათი პატრონების აზრით საზოგადოების მკაფიოდ გამიჯნავს არჩევნების დროს და მოხდება რებრენდინგის პირობებში რადიკალური ოპოზიციის გადაჯგუფება იმ პარტიებში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. ეს არის თითიდან გამოწოვილი ტყუილი და საზოგადოება რომ ამას არ დაიჯერებს, უნდა იცოდნენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.