სოფელი თხილნარი გარესამყაროს მოწყდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სამი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. მეწყერის შედეგად საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ სოფლისკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალზე მიწის მასის ჩამოშლამ მოძრაობა შეაფერხა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილზე უკვე გაიგზავნა სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე წუთში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები