სოციალურ ქსელში იანუკოვიჩის რეზიდენციიდან ამოღებული დოკუმენტაცია ვრცელდება

   ინტერნეტში ჩაეშვა ვებგვერდი, სადაც თავს იყრის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციიდან ამოღებული დოკუმენტაცია. იგი განთავსებულია მისამართზე: „Yanukovychleaks. Org“. ამ ვებგვერდზე იანუკოვიჩის ადმინისტრაციის რამდენიმე ათეული დოკუმენტი აქტივისტებმა უკვე ატვირთეს. როგორც პროექტის მთავარ გვერდზე აღნიშნულია, ვებგვერდის მიზანი იანუკოვიჩის დოკუმენტების გასაჯაროება და ჟურნალისტებისთვის და მთელი მსოფლიოს მოქალაქეებისთვის მისი ხელმისაწვდომობაა. ვებგვერდის ავტორების თქმით, მომავალში „Yanukovychleaks.Org“-ზე ასევე გამოქვეყნდება რეპორტაჟები და ჟურნალისტური გამოძიებები, რომლებიც ამ დოკუმენტაციების მიხედვით მომზადდება. ,,მეჟიგორიეში” საიდუმლო დოკუმენტების და ,,შავი ბუღალტერიის“ აღმოჩენის შეასხებ ჟურნალისტებისთვის და ,,ევრომაიდნის“აქტივისტებისთვის 22 თებერვალს გახდა ცნობილი, მათ შორის ,,მეჟგორიეს“ მშენებლობის ხარჯები, საბუთები სპონსორებიდან მიღებული თანხების შესახებ, ასევე საქაღალდეები, რომლებშიც ,,საშიში“ ოპოზიციური აქტივისტების, ჟურნალისტების და დეპუტატების გვარები არის ჩამოთვლილი. დოკუმენტებში აღმოჩნდა უკრაინელი ჟურნალისტის ტატიანა ჩორვოვილის ფოტოც, რომელიც იანუკოვიჩის რეზიდენციის შესახებ სატატიას ამზადებდა (2013 წლის დეკემბერში ჩერნოვილი უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს. სამართალდამცველებს ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ). ,,მეჟგორიეში“ კოცონის კვალიც აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ იანუკოვიჩის ხალხმა იქ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია დაწვა. ,,ევრომაიდნის’’ მომხრეების გამარჯვების შემდეგ საზოგადოებისთვის ყოფილი პრეზიდენტის სხვა რეზიდენციაც – ,,სინეგორის“კომპლექსიც გასაჯაროვდა, რომელიც კარპატებში, სოფელ გუტაში მდებარეობს. ,,სინეგორში“ რაიმე დოკუმენტაცია ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები