ფოთის მერი: ურბანული განვითარების მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას

ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას, ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: სახურავის მოწყობა; ფასადის რეაბილიტაცია; ბინის თბოიზოლაცია; ფასადის განათება; ფასადზე ფრანგული აივნების მოწყობა.
წლის ბოლომდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე:
ნაბადის უბანში – ჭავჭავაძის ქუჩაზე, მალთაყვის უბანში – გურიის ქუჩაზე, ცენტრის უბანში – ნინოშვილის ქუჩაზე (ე.წ. გრუზრიბის ბინები).

ფოთის მერის თქმით, ურბანული განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

,,ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ქალაქის ყველა უბანში. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ურბანულ განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ვიზუალურ იერსახეს და საცხოვრებელ გარემოს უფრო კომფორტულს გახდის“,- განაცხადა ფოთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები