ლანჩხუთში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის არტერიული წნევის პრევენციული შემოწმება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 125-მა მოქალაქემ მიიღო

ლანჩხუთში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის არტერიული წნევის პრევენციული შემოწმება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 125-მა მოქალაქემ მიიღო.

ინფორმაციას, ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

,,აქცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართა.
მოქალაქეებს ჩაუტარდათ წნევის, ჰემოგლობინის, გლუკოზის, შარდმჟავას და ქოლესტერინის განსაზღვრა, ასევე, გაეწიათ კარდიოლოგის კონსულტაცია.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები