საფრანგეთში მეჩეთებზე თავდასხმები განხორციელდა

სატირულ ჟურნალ „Charlie Hebdo“–ს რედაქციაში დატრიალებულმა ტრაგედიამ საფრანგეთში მუსულმანურ სალოცავებზე თავდასხმების ტალღა გამოიწვია. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს.
ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა დილით ქალაქ ლე–მანში დაფიქსირდა, სადაც დაუდგენელმა პირებმა მეჩეთ საბლონის ეზოში ხელყუმბარები ისროლეს. მათგან მხოლოდ ერთი ყუმბარა აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სხვა ინციდენტი ქალაქ პორ–ლა–ნუველში დაფიქსირდა. შეიარაღებული პირები მეჩეთს დაესხნენ თავს და სამლოცველო დარბაზი დაცხრილეს. თავდასხმა საღამოს ლოცვის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში მოხდა, ამიტომაც საბედნიეროდ ეს შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა.
ქალაქ ვილფრანშ–სიურ–სონში მეჩეთთან არსებულ კაფეში აფეთქება მოხდა. კაფეს მეტწილად მეჩეთის მუსულმანი მომლოცველები სტუმრობენ და მეპატრონეებიც მუსულმანები არიან. ეს აფეთქებაც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები