პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილმა ძმებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ძმები შერიფ და საიდ კუაშები, რომლებიც ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით არიან ძებნილნი, საფრანგეთის ჩრდილოეთით შენიშნეს. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ძმებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. პოლიციამ გზებზე მოძრაობა გადაკეტა.
ცნობილია, რომ ძმები კუაშები შეიარაღებულები არიან. ისინი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამოიცნო. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ნიღბიანი მამაკაცი ავტომობილ Renault Clio-თი გადაადგილდებოდა. მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი იდო. მამაკაცები პარიზის მიმართულებით გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები