გამოფენა „ზღაპარი, ემოცია და ადამიანი“ გაიმართება

9 იანვარს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ნინო ზარდალიშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა „ზღაპარი, ემოცია და ადამიანი“ გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი ფოტოგრაფიული სერია სახელწოდებებით: „სიზმრები და ზღაპრები“, „ფერები“, „ჩრდილების გარეშე“ და „სხეულის პლასტიკა“. ოთხივე მათგანი ავტორის ინოვაციური მიდგომით შეიქმნა და კონცეპტუალურ და არაკონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ინტერიერში, ექსტერიერსა და ფოტოატელიეში გადაღებული 26 ფოტონამუშევარი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ თანამედროვე მოდასა და კომერციულ სფეროში. თითოეული სერია განსხვავებული რეალობის ამსახველი, ტექნიკისა და შინაარსის მატარებელია. პროექტის ავტორი მოღვაწეობს პრაღაში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა და ის, თუ როგორ აღიქვამს მის მხატვრულ ხედვას ქართული საზოგადოება. ავტორმა გააფართოვა სხვადასხვა ტექნიკისა და კონცეფციის მხატვრული სივრცე, გააერთიანა თანამედროვე ფოტოგრაფიისა და ხელოვნების ტენდენციები. გამოფენა 20 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები