ირაკლი ვაჭარაძე: ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა

ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვაჭარაძემ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

“ჭიკაიძის ინიციატივით, ქრისტეს შობის მაგიერ დღეს პატრიარქის შობა აღინიშნება.
ეს ხუმრობით და ისე კი, სერიოზულად, თუ არ გჯერავთ, პირველ არხზე საშობაო ეპისტოლეს ტრანსლაციას უყურეთ. იმ დროს, როდესაც იესო ქრისტეს შობის მომენტი დგებოდა, ხალხი გარეთ გაცვივდა პატრიარქის დასახვედრას. დაბნეული ვარ: ვერ გავიგე, ქრისტიანი ვარ თუ ილიანი ან ირაკლიანi? კონკრეტულად რა ქვია კერპთაყვანისმცემლობის ამ ნაირსახეობას?
ფაქტია, ქრისტეს შობის დღე რომაა, ეს იქ თითქმის ყველამ დაივიწყა და ეს დღესასწაული პატრიარქის იუბილედ აქციეს. როგორი შეურაცხყოფაა ღმერთის, არა? აი, აქტიური მორწმუნე რომ ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი. გავბრაზდებოდი იმის გამო, რომ ღმერთს პატივს არ სცემენ და მის მაგიერ, ცოცხალი ადამიანი გააღმერთეს!
საბედნიეროდ, ახლა ეს ტვირთი მოხსნილი მაქვს. ვინც თავს აქტიურ მორწმუნედ მიიჩნევთ, აი ისინი კი აღშფოთებულები უნდა ბრძანდებოდეთ, რომ ქრისტიანობის სახელით კერპთაყვანისმცემლობაში გხვევენ. და ეს ხდება საერო ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში. მაუწყებლის ეთერში, რომელსაც რომელსაც თქვენვე აფინანსებთ თქვენი გადახდილი გადასახადებით. სრული დომხალია: ამ ქვეყანაში თეთრი-შავია და შავი-თეთრი.
მოკლედ, როგორც წარმართებს შვენით, ქრისტე რომ ჩვენ შორის იყოს, ტაბურეტებით ჩაიქოლებოდა სიმართლის თქმისთვის, ისევე როგორც მე ჩავიქოლები ამ სტატუსისთვის”.

—–

“ქალის მთავარი ფუნქცია შვილის ყოლაა” თქვა ილია მეორემ. ცნობილია, რომ მის ტექსტებს შორენა წერს. რა გამოდის?
ა) მონაზონი არაა ქალი ან,
ბ) ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა.
გ) ქალი, ვისაც შვილი არ ყავს, არის უფუნქციო, და ამასთანავე
დ) შარშან დაგმო ის უშვილო ქალები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით/სუროგაციით ხდებიან დედები.
ე) შორენა ვერ იტანს საკუთარ მოდგმას ან ვერ გარკვეულა თავად რა არის

ამიტომ, საპატრიარქოს უნდა ვაჩუქოთ:
1) ლოგიკის სახელმძღვანელო
2) ბიბლია
3) ადამიანის უფლებათა დეკლარაცია”.

—–

“მე რომ ქალი ვიყო, საპატრიარქო კრიტიკის ქარცეცხლში მეყოლებოდ ახლა გახვეული. პარალელურად აქცია მექნებოდა დაანონსებული ამ დაწესებულებასთან. ეს ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს, ამართლებს და იდეოლოგიურად აყალიბებს ჩემი მოკვლის სისტემას. მე რომ ქალი ვიყო, ეს ტრაგედია აუცილებლად მექნებოდა გაცნობიერებული და იქ ვიდგებოდი, საიდანაც ქადაგებენ რომ ჩემი მკვლელობა უბრალოდ გარემოებათა დამთხვევაა, მეტი არაფერი.
მე რომ ქალი ვიყო ახლა ბარიკადებზე ვიდგებოდი.
მაგრამ, აბა მე ხომ ქალთმოძულე ვარ და თანაც კაცი. რა უფლება მაქვს ფემინისტების წმინდა და საიდუმლო ერთობაში გავერიო?
მოკლედ, გული მისკდება: ამდენი ასეული ქალთა ორგანიზაციაა და ყველა დუმს ან ექსკლუზიურ ფეშენ-ფემინიზმს აწვება.
ქარავანი კი მიდის. წელს კიდევ რამდენ ქალს დახოცავენ?”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები