კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში მილსადენის გაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

  ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ შესულა, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში პროექტის განსახილველად მზაობა არსებობს.
რაც შეეხება რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პროექტის განხორციელებაში რუსული მხარის მონაწილეობის და ოკუპირებულ აფხაზეთში მილსადენის გაყვანის შესახებ, კალაძე უარყოფს.
“პირველად მესმის, საუბარი მოხლოდ და მხოლოდ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე იყო”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს. sukhum-moscow.ru-ს ინფორმაციით, აღნიშნული ენერგეტიკული ჰაბი გარკვეულწილად “მეგობრობის ხიდი” იქნება სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები