”ნაციონალებისგან” გაცურებული ფსიქიატრიული ცენტრი დახმარებას ითხოვს“

საქართველოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. 600 კვ.მ ტერიტორია ნახევრად აუთვისებელია, არ არის ცენტრალური გათბობა, აღსადგენია ელექტროგაყვანილობა და გამოსაცვლელია საკანალიზაციო მილები. შენობის ერთ ნაწილს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები იკავებენ, მეორეს კი,- ფსიქიკური აშლილობის მქონდე ადამიანები. ცენტრის დირქტორი მანანა შარაშიძე ამბობს, რომ 2010 წელს ჯანდაცვის სამინისტროში მომხდარი რეფორმების შედეგად ცენტრი დაზარალდა და ყოვეგვარი სახსრების გარეშე ღია ცის ქვეშ ფარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი ” ქართული სიტყვა” ავრცელებს.
„ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ გაგვაცურა. ზემოდან დაავალეს, რომ ე.წ. ასათიანის კლინიკა გაეყიდა. შენობის გარეშე რომ დავრჩით, გვითხრეს, დროებით კალისტრატეს ქუჩაზე მდებარე ფსიქო-ნერვოლოგიური დისპანსერის შენობაში გადადითო. ვენდეთ და მოვტყუვდით, – როცა დასჭირდათ, ამ შენობიდანაც ისე გამოგვყარეს, რომ ხელმოსაჭიდიც კი არაფერი გვქონდა. სამი წლის განმავლობაში ზევით-ქვევით დავეხეტებოდით. ხელფასებს ვიკლებდით და არენდის თანხას ასე ვიხდიდით“, – ამბობს ცენტრის დირექტორი ”ქართულ სიტყვასთან” საუბრისას.
2013 წელს ცენტრმა ახალ მთავრობას შენობის გამოყოფის თხოვნით მიმართა. მთავრობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ უზურფრუქტის წესით გადმოცემული შენობა იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ცენტრი რამდენიმე თვის განმალობაში იქ გადასვლას ვერ ახერხებდა.
”სამი თვე ახალ შენობაში ვერ გადავდიოდით, რადგან იქ პაციენტებისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ იყო. ბოლოს მთავრობისგან წერილი მოგვივიდა, თუ არ გადახვალთ, საურავს დაგადებთო. მეტი რა გზა გვქონდა? გადავედით. სიმართლე რომ ითქვას, წინა მთავრობამ ის წაგვართვა, რაც გვეკუთნოდა და ახალმა მთავრობამ, მართალია, დანგრეული, მაგრამ რაღაც მაინც მოგვცა”, – განაცხადა შარაშიძემ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის შენახვა დღეში 11 ლარი უჯდება. პაციენტის მკურნალობა – რეაბილიტაციის პროცესს კი გაცილებით მეტი სჭირდება.
”2010 წლამდე პაციენტებს სრულფასოვანი გარემო ჰქონდათ. ფუნქციონირებდა სახელოსნო, სადაც პაციენტები ერგოთერაპიას გადიოდნენ, მამაკაცები ხეზე მუშაობდნენ, ქალბატონები კი ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი. ეს შესაძლებლობები დღეს არ გავქვს”, – ამბობს შარაშიძე.
ერთადერთი ოთახი, რომელიც ერგოთერაპიისთვის არის განკუთნილი, 5-7 ადამიანს იტევს. თერაპიის სხვა მსურველები ფართის სიმცირის გამო საკუთარი უნარ-ჩვევების ბოლომდე გამოვლენას ვერ ახერხებენ. ორი მოძველებული სამუშაო მაგიდა, კედლებზე გაკრული პაციენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები და სურვილების ფურცლების გავსებული კარადები ცენტრის მთელი”სიმდიდრეა”. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით არის დადგენილი და ეს ამ ეტაპზე მათი შესაძლებლობების მაქსიმუმია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები