ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა მისი კუთვნილი ავტომობილი შემოვლით გზაზე იპოვა, ხოლო მოგვიანებით, მისივე ცხედარიც აღმოაჩინეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.