მჭედელისა და ხის ოსტატის – გიორგი ფილფანის გამოფენა გაიხსნება
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, მჭედელისა და ხის ოსტატის – გიორგი ფილფანის გამოფენა გაიხსნება.
„დაიბადა 1977 წელს, სოფელ ლენჯერში. მჭედლობა მათე ბაბასგან შეისწავლა. მთელ დღეებს სამჭედლოში ატარებდა და რკინის დამუშავების საიდუმლოებს ეუფლებოდა.
ასევე უნიკალურია გიორგი ფილფანის ხის პორტრეტები, სვანური ხასიათით. ისინი, სვანური სიმღერებივით, ჰარმონიულად ერწყმის სვანეთის დიდად ბუნებას“, – წერია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 30 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.