ქართული და ევროპული ძველი მუსიკა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში
28 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ქართულ და ევროპულ ძველ მუსიკას უმასპინძლებს. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინფორმაციით, კონცერტი ორ განყოფილებას მოიცავს.
I განყოფილება
ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“ / სამხატვრო ხელმძღვანელი – დავით ცინცაძე.
კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერის აღმოსავლური და დასავლური შტოს სიმღერა – საგალობლები. რეპერტუარი მოიცავს როგორც უძველეს, ასევე შუა პერიოდის და შედარებით ახალ მუსიკალურ ნიმუშებს. საკონცერტო პროგრამა დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ტიპის პოლიფონიური და სახასიათო ნიმუშებით.
II განყოფილება
ჯოვანი ბატისტა პერგოლეზი – Stabat Mater, P. 77.
შემსრულებლები: სოლისტები: ჯულია ბოლკატო, სოპრანო / იტალია; ანდრეას შოლი, კონტრტენორი / გერმანია; დირიჟორი: კორნელია ფონ კერსენბროკი / გერმანია;
საქართველოს სინფონიეტა / სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი.
თბილისის ქალთა გუნდი / დირიჟორი – ომარ ბურდული.