მედია – ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარია მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაცრი პოზიცია ტრამპი-პუტინის სამიტს საფრთხის ქვეშ აყენებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარია იმის მიზეზი, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები ეჭვქვეშ სწორედ რუსეთის პოზიციამ დააყენა.

ამასთან, „როიტერს“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უახლოეს მომავალში შეხვედრა არ იგეგმება.

„ვფიქრობ, რუსებს ზედმეტად ბევრი სურდათ და ამერიკელებისთვის აშკარა გახდა, რომ ტრამპი ბუდაპეშტში ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ სატელეფონო საუბრამდე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუს კოლეგას მალე შეხვდებოდა. ასევე ამბობდა იმასაც, რომ პუტინი დათმობებზე წასვლას არ აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები