მოსკოვსა და პეტერბურგში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვის ცენტრში, მანეჟნაიას მოედანზე,”ბოლოტნაიას საქმისთვის” გასამართლებულების მხარდასაჭერად გამოსული 400-ზე მეტი ეროვნული შეკრების წევრი დააკავეს. ორშაბათს პეტერბურგში გამოტანილი განაჩენის წინააღმდეგ გამოსვლას 50 მოქალაქის დაჭერა მოყვა. უფლებადამცველთა პორტალ “ОВД-Инфо”-ს მონაცემებით, ღამის ათი საათისთვის 421 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმრავლესობას ბრალად დაედო ადმინისტრაციული სასჯელი და ისინი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მათი ნაწილი, მათ შორის ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვი განყოფილებაში დატოვეს, საიდანაც მათ სასამართლოში გადაიყვანენ. მოვლენები კი ასე განვითარდა – მანეჟნაიას მოედანზე აქციის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა მოედანთან მისასვლელი გზები პოლიციამ გადაკეტა. სამართალდამცველებმა მეგაფონით გამოაცხადეს, რომ მანეჟნაიას მოედანი ტექნიკური პრობლემების გამო გადაიკეტა.”ბალოტნაიას საქმეზე” ამნისტირებულმა ნიკოლაი კავკასკიმ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა: “მოედანზე დაახლოებით 3 ათასი ადამიანი შეიკრიბა, მანქანები აქციის მონაწილეებს საყვირით მხარს უჭერენ. აქციის მონაწილეები კი საპასუხოდ ტაშს უკრავენ”. როგორც კი მანეჟნაიას მოედანზე გამოჩდნენ ბორის ნემცოვი, ალექსანდრ რიკლინი, ოლეგ კოზლოვსკი, ოლგა რომანოვა ისინი მაშინვე დააკავეს. “ალექსეი ნავალნი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა ერთ დღეს ორჯერ დააკავეს”, – წერს ილია იაშინი ტვიტერზე.
„ვიდექით და ვლაპარაკობდით მე და ნემცოვი, არავის ხელს არ ვუშლიდით, როდესაც ნემცოვს მოუახლოვდნენ და ავტობუსისკენ წაათრიეს”, – წერს პარტია “5 დეკემბრის” წევრი რომან დობრახოტოვი. თვითმხილველების თქმით, ოპოზიციონერებთან ერთად ავტობუსში გერმანელი ტურისტიც მოხვდა. იგი უბრალოდ მოსკოვის ცენტრში სეირნობდა. რამდენიმე დაკავებულმა საბურავები მოიტანა – ალბათ დასაწვავად უნდოდათ.
ორშაბათს მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლომ “ბალოტნაიას საქმეში” ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო მასობრივ არეულობაში მონაწილეობის და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედებების განხორციელებისთვის. ერთ ბრალდებულ ქალბატონს პირობითი სასჯელი მისცეს, დანარჩენებს 2 წლინახევრიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები