შსს-მ ძმები ატარშიკოვების მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

დიღმის მასივში მომხდარი ძმები ატარშიკოვების მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
“საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადეს შსს-ში. ამ დროისთვის სხვა დეტალებს საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ დიღმის მასივში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 33 წლის და 38 წლის ძმები ალექსანდრე და დიმიტრი არტაშიკოვები გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით კი, გარდაცვლილ ძმებს სხეულზე ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ.
ალექსანდრე და დიმიტრი ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები