“ევრონესტის“ რეზოლუცია შინაარსისგან დაცლილია” – ნინო წილოსანი
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
საკითხს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ეხმაურება.
„სამწუხაროდ, იყვნენ სომეხი დეპუტატები, რომელთაც, ფაქტობრივად, საკუთარ პრემიერ-მინისტრს გამოუცხადეს უნდობლობა, რადგან სომხეთის პრემიერი საქართველოში ოფიციალურად და სხვადასხვა ვიზიტით იყო ქვეყანაში და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეხვდა. იმ რეზოლუციის მხარდაჭერით, სადაც საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე არის საუბარი, უნდობლობას საკუთარ პრემიერს უცხადებენ. ეს არგუმენტები ნათლად გვაჩვენებს, რამდენად უაზრო რეზოლუციაა, რომელიც შინაარსისგან დაცლილია, მისი მიზანია, საქართველოს დასაზიანებლად ერთი აგური დადონ“, – განაცხადა წილოსანმა.
ხსენებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.