“საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა” – მათიკაშვილი
“ხვალ ევროკავშირის ანგარიში თუ ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობილი იქნება, მაშინ საქართველოს ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება ეკუთვნის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა.
„თუმცა, ჩვენ საქართველოს მიმართ სუბიექტივიზმით გაჯერებული ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს, როცა პროგრესის დანახვა და მაჯაზე ხელის დადება არ უნდათ, რათა იმ გულისცემას დაუგდონ ყური, რაც ქართველ ხალხს აქვს. სამწუხაროდ, ის ნაწილი, ვინც საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი, მძლავრობს. ბუნებრივია, ანგარიშის შინაარსს დაველოდებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.