ქარელთან მომხდარი ავარიისას ძალოვანი უწყების თანამშრომელი დაშავდა

ქარელთან ახლოს, ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარის კალაპოტში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.
პოლიციის თანამშრომელი და მისი მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე მათთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შსს ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის მსუბუქად დაშავება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები