ადვოკატი ზაზა ხატაშვილს გოგა ონიანის საქმის შესწავლას ურჩევს

  ადვოკატი ნანა რევაზიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს გოგა ონიანის საქმის მასალების შესწავლისკენ მოუწოდებს. რევაზიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ონიანის საქმის მთავარი მოწმის – დავით შათირიშვილის მისამართით აკეთებენ. “მინდა, საქართველოს პირველ ადვოკატს ზაზა ხატიაშვილს ერთი თხოვნა გადავცე, რომელიც ჩემი მეგობარი და კოლეგაა. მან ეტყობა არ იცის საქმეში არსებული დეტალების შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მინდა, რომ იგი საქმეს გაეცნოს, შეისწავლოს დეტალები, საქმის მასალები და თუნდაც გამესაუბროს”, – განაცხადა რევაზიშვილმა. ადვოკატმა ახალ ხელისუფლებას, მთავარ პროკურორსა და საგამოძიებო ჯგუფს საქმის გამოძიების გამო მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ასოციაციის თავმჯდომარემ ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების ფაქტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რეაგირებისთვის ევროპულ სტრუქტურებს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები