“ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ვიცით, რას ჰქვია რეპრესია – 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო” – გია ვოლსკი

“ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

ის პრემიერის ინიციატივის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება, რომელიც სურსათზე ფასების კლებას უკავშირდება.

“ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე ლაპარაკი არ არის. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ “რევოლუციურ კომიტეტში”. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი – ევროპული კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები – მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა”, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები