ნინო წილოსანი: USAID წლების განმავლობაში რჩებოდა რუსთაველზე მდგარი აგენტურის დაცვის ობიექტად, რომელსაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის
მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა.
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, სიამაყით აცხადებს, თავის წინასაახალწლო მიმართვაში, რომ მათ USAID გააუქმეს და გადმოიყვანეს უფრო სწორი დაფინანსების ფორმატში, ეს გვაჩვენებს, რამხელა პრიორიტეტი იყო თავად აშშ-თვისაც დაფინანსების ის არასწორი ფორმები აღმოეფხვრათ, რომელიც USAID-ის სახით ფუნქციონირებდა.
USAID-ზე ჩვენ უკვე 2020 წლიდან ვსაუბრობდით, როდესაც მისი დაფინანსებით „ისფედმა“ პივიტი გააყალბა და არჩევნების შემდგომ ამას წარმოუდგენელი პოლიტიკური არეულობა მოჰყვა. თუმცა, USAID წლების განმავლობაში რჩებოდა რუსთაველზე მდგარი იმ აგენტურის დაცვის ობეიქტად, რომელსაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად USAID-ის გაუქმება დაასახელა.