27 დეკემბერი პოეტ გოგლა ლეონიძის დაბადების დღეა – სტუმრად პატარძეულში (ფოტოკოლაჟი)

დღეს, პოეტ გიორგი ლეონიძის დაბადების დღეა. პატარძეულში მდებარე მის სახლმუზეუმში მისულებს, პატარა სუფრასთან მსხდომი ადამიანები დაგხვდნენ.
“დღეს გოგლა ლეონიძის დაბადების დღეა. ჩემმა მეგობარმა, ჩემმა ნათლიმამამ თემურ ჩალაბაშვილმა მთხოვა აქ ვყოფილიყავით ერთად ამ არაჩვეულებრივ ადგილას, იქ, სადაც დაიბადა გიორგი ლეონიძე. გარდა ამისა, ვესტუმრეთ ლომარ ზუკაკიშვილს, პოეტს, რომელმაც ახლახანს დაიმსახურა გოგლა ლეონიძის სახელობის პრემია და ყველაფერ ამას აქ აღვნიშნავთ. ბედნიერი ვარ, რომ გოგლა ლეონიძის ჭერქვეშ ვსხედვართ და ერთად ვზეიმობთ ამ დღეს პატარა სუფრასთან – ზაზა აბაშიძე.
“უფრო დიდი ადგილი საქართველოში ძალიან დიდი იშვიათობაა. პატარძეული, სადაც დაიბადა გიორგი ლეონიძე და დიდი პოეზია. ეს პატარა სოფელი არის ღვთაებრივი თავისი დიდი შემოქმედით. დღეს მის დაბადების დღესთან დაკავშირებით პატარა ზეიმი გვაქვს. დიდი გოგლას პატარა ზეიმი”, – პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.
“მუზეუმს ჩვენი ძალებით ვუძღვებით და ვპატრონობთ. ბევრი პრობლემაა: ჭერი გამსკდარია და წყალი ჩამოდის, რაც ფოტოებს აზიანებს. დახმარება გვჭირდება. კედლები სველდება და ბათქაში ცვივა. ძირითადად ჩვენი შემოსავალი არის ექსკურსიებიდან შემოსული თანხა, რომელიც საკმარისი არ არის. მაგრამ რასაც შეგვიძლია იმას ვახმართ. სამი თანამშრომელი ვართ. კულტურის სამინისტროს მივმართეთ, გვითხრეს, იანვარში პროექტი შემოიტანეთო და დახმარებას შეგვპირდნენ”, – დარეჯან ლეონიძე, მუზეუმის მენეჯერი. გვარის შთამომავალი.
goglagogla5gogla2gogla7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები