ანსამბლი „გვირილა“ საშობაო კონცერტს გამართავს

   ხვალ, 28 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საბავშვო ანსამბლ „გვირილას“საშობაო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ “კვირას“ ანსამბლ „გვირილას“ ხელმძღვანელმა ერმა წიფურიამ განუცხადა. „ხვალ ჩვენი ანსამბლი ნამდვილად გრანდიოზულ შოუს გამართავს. სცენაზე ბავშვების გარდა ცნობილი მომღერლებიც გამოვლენ. ისინი დუეტებს შეასრულებენ. რამდენიმე რეჟისორი მუშაობს იმისათვის, რომ დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო გარემო შევუქმნათ”– განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა ერნა წიფურიამ. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ანსამბლი “გვირილა” წელს 20 წლის ხდება. სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაზე დამსწრე ბავშვებისთვის უამრავი სიურპრიზია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები