გიორგი მარგველაშვილი წიგნის გამოფენას „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის გამოფენას „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ დაესწრო.
პროექტი გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება და პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება.
ღონისძიებაზე სხვადასხვა გამომცემლობამ სოფლის ბიბლიოთეკებისათვის უახლესი ქართული გამოცემები წარმოადგინა. ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევა თავად აირჩიონ და შეიძინონ სასურველი ლიტერატურა. თითოეულ ბიბლიოთეკაზე ვაუჩერის სახით გამოყოფილია 500 ლარი.
„სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ამ გამოფენაზე დღეს ირჩევენ წიგნებს თავიანთი ბიბლიოთეკებისთვის. ძალიან საინტერესო პროცესია, როდესაც წიგნი ქართველი გამომცემლებისგან პირდაპირ რაიონში, სოფლის ბიბლიოთეკაში მიდის და ამდიდრებს ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებას. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოში ამჟამად 613 საჯარო ბიბლიოთეკაა, რომელთა წიგნების ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო, პრაქტიკულად, არ შევსებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წიგნების შესაძენად სოფლის ბიბლიოთეკები დაფინანსდა.

961469_1577055752509778_1369460741_n 10847703_378350052333274_4863371850730568470_o 10882247_378350335666579_7445719090989975966_n 10885067_378350538999892_9195982984696138444_n 10891904_378349882333291_5951362770481548244_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები