თინა ხიდაშელი ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინის სირცხვილად მიიჩნევს

  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნა იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც კი შეიძლება უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე დაემართოს.
ხიდაშელის განმარტებითვე, ზურაბ ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში დაკავებული იყო სახელმწიფო რეკეტით.
“ალბათ, ეს იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც კი შეიძლება უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე დაემართოს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილია. ზურაბ ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში დაკავებული იყო სახელმწიფო რეკეტით. ის იყო ადამიანების წამების ერთ-ერთი ორგანიზატორი, კმაყოფილი და ბედნიერი იმ ძალადობრივი სისტემით, რომელიც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში იქმნებოდა და რაც შემდეგ მისი მთავარი პროკურორობის დროს საბოლოოდ გამყარდა, განმტკიცდა და მისი კაბინეტიდან იმართებოდა,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, შესაძლოა, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები