შშმ ბავშვებისთვის ახალი წლის მისალოცად „თბილისი მოლში“ ფლეშმობი მოეწყო (ვიდეო)

  საქველმოქმედო აქცია სლოგანით – “მივულოცოთ ახალი წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს” ანსაბლმა „ერისიონმა“ „საქველმოქმედო ფონდ პირველთან“ ერთად გამართა.
სპეციალურ ყუთებში გროვდება ფული, შემოსული თანხა კი მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაერიცხებათ.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 901 900 938 – ყველა ქსელიდან “ბილაინის” აბონენტების გარდა. თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ასევე მითითებულ საბანკო ანგარიშზე: სს „ლიბერთი ბანკი“; საბანკო კოდი: LBRTGE22; ანგარიშის ნომერი: GE47LB0115130306057000; ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი პირველი.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობთ, რადგან მისამართი სწორადაა შერჩეული. ჩვენ ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ, ვიდრე მიუსაფარს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დავეხმაროთ, რომ თავი მარტოდ არ იგრძნონ”, – განაცხადა “ერისიონის” ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა.
ანსამბლ “ერისიონის” მიერ მოწყობილი ფლეშმობზე ასევე მომზადდება ვიდეორგოლი, რომელიც 31 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო “პირWელისა” და საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალ “რუბრიკის” ვებგვერდებზე განთავსდება.
ღონისძიების მხარდამჭერები თბილისის მერია და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო არიან. საინფორმაციო მხარდაჭერას კი ტელეკომპანიები: “იმედი” და “კავკასია”, ასევე საინფორმაციო სააგენტო “პირWელი” და საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი “რუბრიკა” უზრუნველყოფენ.
საქველმოქმედო აქცია 14 იანვრამდე გაგრძელდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/embed/imvua5c4Z_U?rel=0&autoplay=1″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები