რუსეთი საქართველოდან და აზერბაიჯანიდან მწვანილის, ხილის და ბოსტნეულის შეტანას კრძალავს

2015 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხილის, ბოსტნეულის, ნიგოზის, ჩაის და სხვა პროდუქციის შეტანა აიკრძალება.
ცვლილებების თანახმად, შეზღუდვა ევროკავშირის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, უზბეკეთს და ტაჯიკეთს ეხება.
ზოგადად კი აღნიშნული პროდუქციის იმპორტირება რაოდენობის მიხედვით სხვა ქვეყნებიდან ადამიანზე 5 კილოგრამით განისაზღვრება. ხილის, ბოსტნეულის და მწვანილის დიდი ოდენობით შეტანის მსურველებმა „როსსელხოზნადზორის“ სერტიფიკატი და ნებართვა უნდა იქონიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები