“მარგველაშვილი დღემდე ბურჯანაძის არასამთავრობოს დამფუძნებელია”

  ამ კაცმა საერთოდ იცის, რა უნდა და საით მიცურავს? – აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გიორგი მარგველაშვილის მისამართით აჟღერებს.
“2008 წლის ნოემბერი, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, დამფუძნებელი ყრილობა. ამ პარტიის ერთერთი დამფუძნებელი სწორედ გიორგი მარგველაშვილი გახლავთ. ასევე იგი დღემდე არის ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, “დემოკრატიული განვითარების ფონდის” დირექტორი. ამ კაცმა საერთოდ იცის, რა უნდა და საით მიცურავს? აი, იმ ქართველი ლიბერალების თავში ჩამახედა, ამას რომ იმედებს უკავშირებენ”, – წერს გამსახურდია ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები