სააკაშვილი: ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი ნებით მიდიან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი ნებით მიდიან და მათ ფულს არავინ უხდის. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
“უკრაინელი ჯარისკაცები საქართველოს იცავდნენ აფხაზეთში და იქ ისინი დაიღუპნენ კიდეც. ასევე, ალექსანდრე გრიგოლაშვილი, ქართველი ოფიცერი, რომელიც ლეგენდარულ უკრაინელ მეთაურთან ერთად ლუგანსკში დაიღუპა, ,,ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერდა, რომ თუ ჩვენ უკრაინის მტერს არ შევაჩერებთ, მაშინ ჩვენი უგუნური მთავრობა რუსეთს ჩვენს ქვეყანას ლანგრით მიართმევსო. ვწუხვარ, რომ დღეს ასეთი სიტუაციაა“,- აცხადებს სააკაშვილი.
ამასთან, სააკაშვილი პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტმა განაცხადა, რომ უკრაინას ემიჯნება. ეს მისი სიტყვების ციტირებაა, ადრე მან განაცხადა, რომ უკრაინისთვის შეიარაღება არ მიეწოდებინათ. მანვე შესთავაზა უკრაინას, საქართველოსგან ესწავლათ, როგორ შეიძლება დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობა“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები