2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს
მომავალი წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
თეიმურაზ მურღულიამ საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებს ახალი “ნარჩენების მართვის კოდექსი” გააცნო, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორის ჩართულობას ნარჩენების მართვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში.
შეხვედრაზე მხარეებმა პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების პრობლემაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ 2015 წლიდან ეტაპობრივად მოხდება პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება.