ალექსი პეტრიაშვილი: ერთი ტყაპატყუპი და ევრონიუსზე ხარ!

  “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ვიღაცამ გუგულის გადაუფრინა”! დილიდან ევრონიუსზე აჩვენებენ გუშინდელ კორდებალეტს პარლამენტში! თანაც, ამბობენ
ჩხუბი ევროპის საბჭოში დელეგაციის ქვოტებისთვის იყოო ))) რა საჭიროა მსრთლა ან საელჩოები, ან ლობისტები, ან რატიფიკაციაზე ჩასვლა/არ ჩასვლები! ერთი ტყაპატყუპი და ევრონიუსზე ხარ! ცოტა უფრო მძაფრი თუ იქნება ძალადობის სცენები, CNN ზეც ვიქნებით! ხოდა იდეა დამებადა! ჩვენც გადავიღოთ ჩვენი “კუკუშკა”. კაპიკები დაგვიჯდება.
შემსრულებლები – სუპერ! მსახიობები ჩვენი არ გვყავს თუ რაა?სიუჟეტიც – მმაგაარ – ევროპა-დედა-რუსეთი – ევროპაც ყველას პირზე აკერია, დედაც და რუსეთიც! და შევკლასავთ ევროკავშირში! რაღაც კრეაწივნი უნდა გავაკეთოთ, თორე რეფორმებით შორია, ლობისტებით ძვირია! ასე კიდე უცებ ჰოპ და შიგნით ხარ!
ჩვენი ეროვნული პეწი რო შეგვენარჩუნებინა, გადავწყვიტე სულ ოდნავ შემეცვალა სახელი და დამერქმია “ვიღაცამ გუგულის გადაუფრინა” თან რეალისტურია, თან აი სათაურიდანვე რო ჩაგითრევს რა! მე უბრალოდ იდეა გითხარით! (ქალბსტონ გუგულის ჩემი ღრმა პატივისცემა!)” – წერს პეტრიაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები