„ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ დეპუტატები ასე იქცეოდნენ“

ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ მაღალი ანაზღაურება, პარლამენტში ისხდნენ იმისთვის, რომ მაგიდებზე ირბინონ და ერთმანეთს თავ-პირი ამტვრიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით ბაქრაძემ ტეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის წევრებს სხვა ვალდებულებები ეკისრებათ ამომრჩევლის
წინაშე.
„ძალიან ცუდი და ძალიან დამთრგუნველი საყურებელი იყო ეს ყველაფერი. მე იმ მომენტში დარბაზში არ ვიყავი და ტელევიზორის ეკრანზე ვუყურე ამ დაპირისპირებას. იყო აბსოლუტურად დამთრგუნველი სანახავი, როდესაც დეპუტატები ასე იქცეოდნენ. ჩვენ როგორც პარლამენტის წევრებს გვეკისრება აბსოლუტურად სხვა ვალდებულება ჩვენი ამომრჩევლის და ჩვენი საზოგადოების მიმართ. გამართლება არ აქვს არც იმას, ვინც დაიწყო და შეაგინა, მითუმეტეს გამართლება არ აქვს არც კაკო ბობოხიძეს, რომელმაც ვერ მოთოკა ნერვები და ჩართულ მიკროფონში გასცა პასუხი. გამართლება არ აქვს არავის. ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ დეპუტატები ასე იქცეოდნენ და არ იმსახურებს იმას, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ მაღალი ანაზღაურება, პარლამენტში ისხდნენ იმისთვის, რომ მაგიდებზე ირბინონ და ერთმანეთს თავ-პირი ამტვრიონ. ამისთვის პარლამენტში არც ხელისუფლებაა და არც ოპოზიცია.
ამის გამო მე ბოდიშს ვუხდი ყველას, მათ შორის ჩვენს კოლეგებსაც უმრავლესობიდან, იმ ადამიაებს, ვინც თავისდაუნებურად აღმოჩნდა ჩათრეული ამ ამბავში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები