ორი დაღუპული ერთი ოჯახიდან – სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა (ფოტო)

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ისრაფილ ცათიაშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ სირიის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული პანკისელის, 21 წლის ზელიმხან ცათიაშვილის ძმაა. „კვირასთან“ საუბრისას ცათიაშვილის ერთ-ერთი ნათესავი აცხადებს, რომ ის ძმასთან ერთად თურქეთში სამუშაოდ დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა.
მათ კიდევ ორი ძმა დარჩათ, ისინი საქართველოში იმყოფებიან. დაღუპულ პანკისელ მებრძოლს სირიაში დაკრძალავენ.

10881544_1536933806555096_7641454837901284464_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები