ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის კურსის გაუფასურება მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო არ იყო განპირობებული

ლარის კურსის გაუფასურება მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო არ იყო განპირობებული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს  მთელმა რიგმა ფაქტორებმა გამოიწვია.
“ლარის კურსის გაუფასურება მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო არ იყო განპირობებული. ეს არის დამოკიდებული რეგიონზე, ექსპორტზე, გადმორიცხვები შემცირებულია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, კიდევ ერთხელ ისაუბრონ ლარის გაუფასურების პროცესებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები