ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 45 წლის იუბილე

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც მიეძღვნება თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობებს, სახალხო არტისტებს გიორგი ლომთაძესა და ანატოლი ჭურღულიას. კონცერტის დასრულების შემდეგ, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მათი ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიალი. 27 დეკემბერს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწითო თეატრს 45 წლის იუბილე აქვს, რომელიც 23-27 დეკემბრის ჩათვლით საიუბილეო კვირეულით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები