პრეზიდენტი დათო ყიფიანის ოჯახს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში დათო ყიფიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებს უმსამძიმრებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ კიევში ქართველი ახალგაზრდის, დათო ყიფიანის გარდაცვალების გამო. დათოს დაღუპვამ ერთნაირად დასწყვიტა გული ქართველებსაც და უკრაინელებსაც. სწორედ ამიტომ აცილებს მას ერთად უკანასკნელ გზაზე ეს ორი ერი. დათო ყიფიანის შვილი და ოჯახის წევრები ყოველთვის იამაყებენ მისი ნათელი ხსოვნით. ამ მწუხარების ჟამს გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დათოს ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს”,- აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.