პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. განსახილველ საკითხებს შორის კვოტები გადანაწილდება. პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციაში ფრაქციათა კვოტები ხელახლა გადანაწილებას „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს. ოპოზიციურ პარტიას ორი წევრიდან ერთი აკლდება და „თავისუფალ დემოკრატებს“ უერთდება.
„მათი პოზიცია არის არა შეცდომების აღიარება და გამოსწორება, არამედ ოპოზიციის გაჩუმება და ინფორმაციის მიფუჩეჩება. შემიძლია, დავარწმუნო საზოგადოება და გავაწბილო ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამით ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა.
„თავისუფალ დემოკრატებში“ კი მიიჩნევენ, რომ კვოტების გადანაწილება სამართლიანად ხდება.
„იმ ახალ კონიუნქტურაში მე რაც ვნახე, ვფიქრობ, რომ სამართლიანია. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ უნდა, რომ ყველგან უმრავლესობაში იყოს, ეს არ არის სამართლიანი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები