ქუთაისში 12 წლის გოგონა შეყვარებულის გამო სახლიდან გაიქცა
ქუთაისში მეოთხე დღეა 12 წლის მარიამ სულაბერიძეს ეძებენ. როგორც ჟურნალისტებს დაკარგული გოგონას დედამ ეთერ გვენეტაძემ განუცხადა, მარიამი სახლიდან დილით გავიდა. ეთერ გვენეტაძის თქმით, მარიამს შეყვარებული ჰყავდა, რომელთანაც ტელეფონით ხშირად კონტაქტობდა. ამის გამო ტელეფონი ჩამოართვა. დაკარგულის დედა ეჭვობს, რომ მისი შვილი სწორედ ამ ფაქტმა გააბრაზა და სახლიდან წავიდა. გოგონამ გუშინ დარეკა და განაცხადა, რომ ცოცხალია, თუმცა არ ამბობს, როდის დაბრუნდება სახლში.