თბილისის ზოოპარკს პითონების წყვილი შეემატა
თბილისის ზოოპარკში სიახლეა – ეგზოტარიუმს პითონების წყვილი შეემატა. როგორც თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მათ ახლა ადაპტაციის პერიოდი აქვთ. პითონები დედამიწაზე ერთ – ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა.
„ზოოპარკში გვყავს წყვილი – გოგო და ბიჭი. ორი თვეა, რაც შემოვიყვანეთ. ახლა წყვილები ადაპტაციის პერიოდს გადიან. პითონებს ცოტა საეჭვო ხასიათი აქვთ, დედამიწაზე მწვანე პითონი ერთ – ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა. ძალიან ნაზია, თუმცა ბევრ პრობლემას უქმნის ზოოპარკს და, ზოგადად, მის პატრონსაც”,- აცხადებენ ზოოპარკში.