კაზაკებმა საჯაროდ აღიარეს: ლუგანსკში დაქირავებულ სამხედროებს ფულს უხდიან (ვიდეო)
სტახანოვში მყოფი კაზაკები „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტებს და მათ მეთაურს იგორ პლოტნიცკის საჯაროდ ადანაშაულებენ იმაში, რომ ბრძოლის სანაცვლოდ ისინი ფულს იღებენ. ამის შესახებ კაზაკები ტელეკომპანია „ნოვოროსიის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებენ.
„აბსოლუტურად ყველა კაზაკი მოხალისეა, სამშობლოს დაცვის სანაცვლოდ, ლუგანსკში მყოფი დაქირავებული სამხედროებისგან განსხვავებით, ჩვენ ფულს არ ვიღებთ“, – ნათქვამია სიუჟეტში.
„ობოზრევატელის“ ინფორმაციით, კაზაკები, ალბათ, იმით დარჩნენ შეურაცხყოფილნი, რომ „ლუგანსკის რესპუბლიკის“ წარმომადგენლებმა მათ ფული არ გაუყვეს.
„მე და ჩემი მეგობრები ვიბრძოდით. ახლა „ლუგანსკის რესპუბლიკაში“ ფულს უხდიან მათ, ვინც მხოლოდ ლუგანსკში იბრძოდა. ისინი, ვინც სხვა ფრონტებზე კვდებოდა, – ადამიანები არ არიან, არავის მათთვის კაპიკიც არ მიუცია და არც ერთ სიაში არ ჩაუსვია“, – განაცხადა კაზაკმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eAPMswUywbs&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]