თუ მომინდება, აუცილებლად გავხდები პრეზიდენტი, თუნდაც მთელი სამყარო შემეწინააღმდეგოს – ლუკაშენკო
”მე თუ მომინდება, აუცილებლად გავხდები პრეზიდეტი, თუნდაც მთელი სამყარო შემეწინააღმდეგოს,”- განაცხადა ბელორუსიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვის კრემლში გამართულ სამიტზე. მომავალ წელს ის მეხუთედ აპირებს ბელორუსიის პრეზიდენტად კენჭისყრას.
”შეიძლება, რომელიმე თქვენგანს არ მოვწონდე, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტი არ არის, მე კარგი ვარ თუ ცუდი. მე ამირჩია ბელორუსმა ხალხმა.თუ თქვენ მხარს უჭერთ ბელორუს ხალხს, მაშინ მეც უნდა დამიჭიროთ მხარი,”-განაცხადა ლუკაშენკომ.
მოსკოვის კრემლში გამართულ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმასპინძლა. ლუკაშენკოს სიტყვებს მან ღიმილით უპასუხა და დასძინა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის სიტყვებმა განსაკუთრებული ელფერი შესძინა სამიტს: „ჩვენ ვთხოვეთ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომ შეხვედრისთვის განსაკუთრებული ელფერი მიეცა და ყველა დეტალზე გულწრფელად ესაუბრა. ახლა ყველამ იცის,თუ რაოდენ რთულია ჩვენი ცხოვრება,”- განაცხადა პუტინმა.