ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან სნაიპერის ცეცხლს პასუხი გასცა

 

   ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან გახსნილ ცეცხლს ჰაერიდან და ხმელეთიდან პასუხი გასცა. ამის შესახებ არმიის პრესსამსახურმა განაცხადა.
„სნაიპერის ცეცხლის საპასუხოდ ღაზას სექტორთან, საზღვრის მიდამოებში, ისრაელის თავდაცვის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალები დაუყოვნებლივ იერიშზე გადავიდნენ“, – აღნიშნეს პრესსამსახურში. ისრაელის არმიის მხრიდან დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ისრაელის მედიის ინფორმაციით, აგვისტოში ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელის 50 -დღიანი სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების სფეროში უმსხვილეს ინციდენტზეა საუბარია.
პალესტინური სააგენტო „მაანის“ ცნობით კი, ქალაქ ჰან-იუნისში სექტორის სამხრეთით ერთი პალესტინელი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. მოძრაობა „ჰამასის“ საკუთრებაში არსებული მედიის ცნობით, დაღუპული დაჯგუფება „იზედინ ალ-კასამის“ აქტივისტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები