რუსეთს მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფაში უკრაინული თვითმფრინავის მონაწილეობის მტკიცებულებები გააჩნია
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი მზადაა, საერთაშორისო კომისიას მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფაში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის მტკიცებულებები მიაწოდოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.
რუსმა გამომძიებლებმა უკრაინელი სამხედრო დაჰკითხეს, რომელმაც „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა.
„იმ ფაქტებით და მონაცემებით, რომლებზეც მოწმე დაბნეულობის გარეშე ყვებოდა, გამომძიებლებს აჯერებენ, რომ მოწმის ჩვენებები მართალია, რაც დაადასტურა გამოძიებამაც“, – განაცხადა მარკინმა.
უკრაინელი სამხედროს ჩვენებების თანახმად, მალაიზიური „ბოინგი“, შესაძლოა, 17 ივლისს უკრაინის სამხედრო – საჰაერო ძალების „სუ-25“-მა თვითმფრინავმა ჩამოაგდო. თვითმფრინავს კაპიტანი ვოლოშინი მართავდა.
მოწმის მონაცემებით, საბრძოლო თვითმფრინავი ქალაქ დნეპროპეტროვსკში დისლოცირებული აეროდრომიდან გამოფრინდა. სამხედროს მტკიცებით, მან პირადად ნახა, თუ როგორ აღჭურვეს ვოლოშინის თვითმფრინავი „Р-60“ ტიპის რაკეტებით გაფრენამდე. სხვა დროს, ჩვეულებრივ პირობებში, თვითმფრინავების „სუ-25“-ის აღჭურვა ამ რაკეტებით არ ხდებოდა. მოწმის თქმით, მან შეამჩნია, რომ თვითმფრინავს აეროდრომზე დაბრუნებისას რაკეტები აღარ ჰქონდა, მფრინავმა ვოლოშინმა კი ერთ-ერთ თანამშრომელს უთხრა: ის – თვითმფრინავი სხვა დროს სხვა ადგილას აღმოჩნდა.
უკრაინელი სამხედროს ჩვენება არ არის ერთადერთი მტკიცებულება. სხვა მოწმეებმა, უკრაინის მოქალაქეებმა ასევე განაცხადეს, რომ „ბოინგის“ კატასტროფამდე მათ ცაში სამხედრო თვითმფრინავი შეამჩნიეს.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური „ბოინგი“ დონეცკთან 17 ივლისს დაიმსხვრა. ავიაკატასტროფის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.