იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ახალი მთავრობა დააკომპლექტა
პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. იაპონიის თავდაცვის მინისტრი ამიერიდან გენ ნაკატანია, რომელიც ამ პოსტს 2001-2002 წლებში ძიუინტირო კოიძუმის მთავრობაში იკავებდა.
ცნობისთვის, თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა აკინორი ეტომ თანამდებობა საკუთარი ნებით მის პოლიტიკურ ფონდებში დარღვევების აღმოჩენის გამო დატოვა.
იაპონიის ახალი მთავრობა საკუთარი მოვალეობების შესრულებას იმპერატორთან დამტკიცების ცერემონიის შემდეგ შეუდგება. ცერემონია დღეს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე იაპონიის მთავრობა სრულად გადადგა.